საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ გააგრძელებს და ეცდება ის დისფუნქციურ პირად აქციოს. ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი, ასეთი ტიპის სურვილებს არ დაემორჩილება. მისივე თქმით, მოსალოდნელია წნეხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზეც გაიზარდოს - ამის მაგალითად, ჩუგოშვილი ბიუჯეტის დამტკიცებას ასახელებს. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ მუქარაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გუშინ პარლამენტში ზურაბიშვილს პროკურატურით დაემუქრნენ. თუმცა, ჩუგოშვილი აქვე განმარტავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ, სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია.