ბერლინში, პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დედაქალაქის ნეიკოლნის რაიონში შეიკრიბნენ, სადაც ბევრი არაბი მიგრანტი ცხოვრობს, კვლავ შეიკრიბნენ, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები, ასევე პიროტექნიკური საშუალებები ესროლეს. ბერლინის პოლიციის ცნობით, შედეგად რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.
არასანქცირებული აქციის დროს ათობით ადამიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრესიულობას იჩენდნენ და სკანდირებდნენ: "თავისუფლება პალესტინას". მათ ქუჩებში სხვადასხვა საგნები დაწვეს და პიროტექნიკა გამოიყენეს, რის გამოც ერთ-ერთი სახლის აივანზე გაჩნდა ხანძარი.
შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები აკრძალა.