ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ჰამასი ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმას აგრძელებს. პარალელურად, ისრაელი ღაზას ბლოკადას განაგრძობს და სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. გვიან ღამით, ღაზას ცენტრალური ჰოსპიტალი დაიბომბა. წინასწარი ინფორმაციით, შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. პალესტინის ხელისუფლება საავადმყოფოზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით კი, ღაზას საავადმყოფოში აფეთქება პალესტინის ისლამური ჯიჰადის წარუმატებლად გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია. ფაქტს უკვე მოყვა საერთაშორისო გამოხმაურება. ნატალია თვაური გვიერთდება ტემის დეტალებით.