სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არა დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 14 პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ 2019-ტ 2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან საერთო ჯამში 1 421 000 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი მიიღეს, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.