ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ფრაქციის ოთახიდან ადევნებდნენ თვალს. ამასთან, მათ თან ჰქონდათ ბარათები, რომელსაც რეგისტრაციისას და კენჭისყრისას იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ბარათებს შორის არ იყო გუბაზ სანიკიძის ბარათი, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებსნენ, ბარათი სანიკიძეს თავად აქვს და ის პარლამენტში არ იმყოფებოდა.