ვერაფერი გაამართლებს საავადმყოფოზე თავდასხმას. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზაში, საავადმყოფოზე მომხდარ თავდასხმას.
მისი თქმით, მომხდარის გარემოებები უნდა გაირკვეს.
„საფრანგეთი გმობს ღაზაში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის მსხვერპლიც უამრავი პალესტინელი გახდა. გარემოებებს სინათლე უნდა მოეფინოს“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. „ჰამასი“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.