საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024 ის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა და ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ამჯერადაც კვიპროსი დაამარცხა. მიხეილ მესხსის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ჯვაროსნების გამარჯვებთ ანგარიშით 4:0 დასრულდა.
კვიპროსთან თამაშში საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც გოლი და საგოლე პასი შეასრულა, მან კიდევ ერთ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა. WhoScored-მა კვარაცხელიას თამაში 8.04 ქულით შეაფასა. შეფასებით მეორე იყო გიორგი ჩაკვეტაძე - 7.90 (საგოლე პასი), მესამე კი - ოთარ კიტეიშვილი - 7.81 (გოლი). კარგი შეფასებები მიიღეს გიორგი მამარდაშვილმა (7.66) და გიორგი ქოჩორაშვილმაც (7.62). სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებიდან 7 ქულაზე ნაკლები მხოლოდ ფლანგის მცველებს ჰქონდათ.
ხვიჩას ანგარიშზე 3 დარტყმა (1 ზუსტი), 1 მნიშვნელოვანი პასი და 2 წარმატებული დრიბლინგი იყო. მნიშვნელოვანი პასებით საუკეთესო ჩაკვეტაძე იყო (3), მის ანგარიშზეც ორი წარმატებული დრიბლინგია. გიორგიმ 4 ორთაბრძოლა მოიგო, რაც ყველაზე მაღალი შედეგია გუნდში. ოთარ კიტეიშვილმა 81 პასი გააკეთა და მხოლოდ კაპიტან კაშიას (90) ჩამორჩა, მისი პასების სიზუსტე 92%-მდე იყო. პასებთან დაკავშირებით, საინტერესოა ლუკა ლოჩოშვილის სტატისტიკა - 76 პასი (97.4%) სიზუსტით.
A ჯგუფის ტურის სიმბოლურში მამარდაშვილი, კვერკველია, აზაროვი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი და კვარაცხელია მოხვდნენ. სხვათა შორის, გუნდში არცერთი კვიპროსელი და არც ნორვეგიელია. 6 ქართველს 5 ესპანელი (კარვახალი, ლაპორტი, ტორესი, ფატი, მორატა) დაემატა. ჯგუფის მიმდინარე სიმბოლურში კი მხოლოდ ორი ქართველია: გიორგი მამარდაშვილი (საშუალო შეფასება: 6.6) და ხვიჩა კვარაცხელია (7.3). გუნდში 4-4 ფეხბურთელია უკვე გასული გუნდებიდან (კარვახალი, ლაპორტი,როდრი, მორადა - ესპანეთი; ტიერნი, რობერტსონი, მაკგინი, მაკტომინეი - შოტლანდია), სიას ასრულებს ერთი ნორვეგიელი