სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მან ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას ხელი მოაწერა, ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს კი ვეტო დაადო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. “ქართული ოცნების” ოპონენტების ნაწილი სრულად იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას და აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციონერთა მეორე ნაწილისთვის კი გაუგებარია, რა მიზეზით გადაავადა პრეზიდენტმა ფარცხალაძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი და რატომ არ ჰქონდა ასეთივე მტკიცე პოზიცია სხვა კანონპროექტების მიმართ.