პოლონეთის საპარლამენტი არჩევნების შედეგები ცნობილია. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე ბიულეტენების 100% უკვე დათვალა. საბოლოო შედეგების მიხედვით, იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ „კანონი და სამართლიანობამ“ ხმათა 35,38% მიიღო. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ - მას ხმა ამომრჩეველთა 30,7%-მა მისცა. ოპოზიციურმა პარტიებმა „მესამე გზამ“ და „ახალმა მემარცხენეებმა“ 14,4% და 8,61% მიიღეს, ულტრამემარჯვენე „კონფედერაციას“ კი ამომრჩეველთა 7,16%-მა მისცა ხმა. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. სავარაუდოდ, „სამოქალაქო პლატფორმა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კოალიციას შექმნიან და მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებენ.