ჩინეთში ფორუმი სახელწოდებიტ „სარტყელისა და გზის ფორუმში“ დაიწყო. სამიტს 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის არიან მასპინძელი ქვეყნის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი. სამიტის პირველ დღეს ვიქტორ ორბანი სი ძინპინს შეხვდა. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა ორბანს განუცხადა, რომ ის ჩინეთის მეგობარია და სურს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა გაამყარონ. სამიტის ფარგლებში ასევე შეხვდნენ ვლადიმერ პუტინი და ვიქტორ ორბანი. შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ ორბანი ის ევროპელი ლიდერია, რომელთანაც ურთიერთობა კვლავ ნარჩუნდება. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.