საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს. მან მოხსენება, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირები არიან. მინისტრმა ასევე თქვა, რომ მიმდინარეობს საბჭოთა პერიოდის ტექნიკის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტექნიკით ჩანაცვლება და აქცენტი ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების შესყიდვაზე კეთდება. სესიაზე მინისტრსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მცირე შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი. ანა წითლიძემ ჯუანშერ ბურჭულაძეს უთხრა, რომ ის მინისტრი მხოლოდ ერთადერთი მიზეზით არის, მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.