პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ხვალ დაიწყებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს გამართულ სესიაზე პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა სწორედ პრეზიდენტის იმპიჩმენტი იყო. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ნათლად ხედავენ. კიდევ რა განცხადებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში - ვრცლად ჩვენი ჟურნალისტი: ხატია სამხარაძე ისაუბრებს.