ცნობილია იმ სამი მოსამართლის არგუმენტაცია, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს - Palitra News

ცნობილია იმ სამი მოსამართლის არგუმენტაცია, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს

2023-10-17 19:41:12+04:00

სამი მოსამართლის პოზიცია, რომელმაც პლენუმის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა, ცნობილია. ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ განსხვავებულ აზრში აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც არ იზიარებენ. მათი განმარტებით, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის შინაარსისაგან დაცლა კონსტიტუციის მნიშვნელობას აკნინებს. მოსამართლეების პოზიციაზე მეტს მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.