მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე მსვლელობას აანონსებს. მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე , რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ჭორვილაში გაემართებიან და ქართველი ხალხის სახელით ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობებს შეახსენებენ. ჯაფარიძე განმარტავს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი ჰყავს, რომელიც ყოველ დღე გვაშორებს დემოკრატიისაგან და საქართველოს ევროინტეგრაციას ღიად აფერხებს.