სოფო ჯაფარიძე - 19 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივემართებით ჭორვილაში, სადაც ქართველი ხალხის სახელით ივანიშვილს შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა - Palitra News

სოფო ჯაფარიძე - 19 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივემართებით ჭორვილაში, სადაც ქართველი ხალხის სახელით ივანიშვილს შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

2023-10-17 15:11:44+04:00

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე მსვლელობას აანონსებს. მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე , რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ჭორვილაში გაემართებიან და ქართველი ხალხის სახელით ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობებს შეახსენებენ. ჯაფარიძე განმარტავს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი ჰყავს, რომელიც ყოველ დღე გვაშორებს დემოკრატიისაგან და საქართველოს ევროინტეგრაციას ღიად აფერხებს.