საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ქართული ოცნება მდაბიოს უწოდებს. კრიტიკული განცხადებები დღეს როგორც მთავრობის მეთაურმა, ისე ქართული ოცნების თავმჯდომარემ გააკეთეს. ოპოზიციაში კი პრეზიდენტის მიმართვში გახმოვანებულ გზავნილებს ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ ქვეყნებში ვიზიტი მომავალშიც უნდა გააგრძელოს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ვინ როგორ გაიგო პრეზიდენტის მიმართვა.