შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალის საზღვრის კვეთის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, ივლის-სექტემბერში საქართველოს საზღვარი ყველაზე ბევრჯერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა გადაკვეთეს.
კერძოდ, უწყების მონაცემებით, მე-3 კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთის, რაც შემოსვლასა და გასვლას მოიცავს, 7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 24% მოდიოდა საქართველოს, ხოლო 76% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. მათგან, ყველაზე ბევრჯერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს რუსეთის მოქალაქეებმა. მათი მხრიდან საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 766 ათას 278 შემოსვლა და 780 ათას 514 გასვლა. შესაბამისად, მე-3 კვარტალში ქვეყნიდან 14 236 -ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა. საქართველოს საზღვრის კვეთის სიხშირით რუსეთს მოსდევს თურქეთი, მე-3 ადგილზე კი სომხეთია