პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ პრეზიდენტი პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვაზე, სიტყვით გამოვა. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის მოწოდება ეკუთვნოდა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან და გულისხმობდა იმას, რომ დეპუტატები, რომლებიც განწყობილი არიან ამ პროცესის მიმართ ისე, როგორც პრეზიდენტი, რომ ეს არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დამდგარიყვნენ გარეთ და არ შესულიყვნენ დარბაზში.