უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების აეროდრომებზე მიიტანეს იერიში. გარდა ამისა, უკრაინელებმა ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკთან და ბერდიანსკთან ახლოს შეტევა წამოიწყეს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმები წარმატებული იყო. გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა 2 შვეულმფრენი, საბრძოლო მასალების საწყობი და საარტულერიო საშუალებები დაბომბეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.