სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 139 პირი ამხილა. აღნიშნული სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. მხილებული 139 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში ამხილეს, ხოლო 12 პირი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არის დამნაშავე.