ამერიკის პრეზიდენტი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა. ინფორმაცია სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა. ჯო ბაიდენი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავს მოლაპარაკებებს. ის კვლავ დაადასტურებს ისრაელის მიმართ სოლიდარობას, მაშინ, როცა ქვეყანა ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადება.