ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენის ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა. ნიგერიისა და საუდის არაბეთის ნაკრებთა მატჩში 24 წლის ფორვარდი დაშავდა და მოედანი იძულებით დატოვა. სამედიცინო გამოკვლევამ მარჯვენა ფეხის ბარძაყის საშუალო დაზიანება აჩვენა. ამ ტიპის ტრავმის მოშუშებას კი მინიმუმ 1 თვე სჭირდება.
სავარაუდოდ, ნიგერიელი ფორვარდი ნოემბრის სანაკრებო პაუზამდე გუნდს ვერ დაეხმარება. თუ ვარაუდი გამართლდა, ოსიმენი ვერ ითამაშებს ვერონას, უნიონ ბერლინის, მილანის, სალერნიტანას, ისევ უნიონ ბერლინისა და ემპოლის წინააღმდეგ.
მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლის რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 6 გოლის გატანა შეძლო. ცხადია, იტალიის მოქმედი ჩემპიონისთვის ის სერიოზული დანაკლისი იქნება.