რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ის ფორუმს - "ერთი სარტყელი, ერთი გზა" - დაესწრება. რუსეთის ლიდერი არაერთ შეხვედრას ჩაატარებს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან. ვლადიმერ პუტინი 18 ოქტომბერს, ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვა. იმავე დღეს შეხვდება ის ჩინეთის ლიდერებსაც. პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებები ორ ეტაპად - გაფართოებულ და ვიწრო ფორმატში გაიმართება. კრემლის ინფორმაციით, დღის წესრიგი მოიცავს ორმხრივი ურთიერთობებისა და „უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების“ საკითხების განხილვას.