ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ტერორისტული თავდასხმა მოხდა. უსაფრთხოების მიზნით, ბელგიისა და შვედეთის საფეხბურთო მატჩი შეწყდა, რადგან ტერორისტი, რომელმაც იქამდე შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა, სწორედ საფეხბურთო მოედნის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ცნობილია, რომ ორივე მოკლული ბელგიაში მატჩზე დასასწრებად იყო ჩასული. გარდა ამისა კიდევ ერთი პირი მძიმედ დაშავდა - ის ასევე შვედეთის მოქალაქეა. ტერორისტმა გავრცელებულ ვიდეოკადრებში თქვა, რომ შვედები იმის გამო დახოცა, რომ შვედეთში ყურანი დაწვეს და მან სწორედ ამგვარად “იძია შური”.