საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე კვირაში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზე იმსჯელებენ. თურნავამ კომერციული ბანკების მოსაზრებები სწორედ ამ თემაზე მოისმინა. საბანკო ასოციაციასთან შეხვედრამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.