მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან რომ აღნიშნულ გადაწყვეტილება მიზნად დამოუკიდებელი მედიის შესზღუდვას ისახავს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ცვლილებები კიდევ ერთხელ მკაფიოდ ცხადყოფს რომ ,,ქართული ოცნება" კანდიდატის სტატუსს საბოტაჟს უცხადებს. თავის მხრივ სახელისუფლებო გუნდში კი განმარტავენ რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდება იყო. სწორედ ამიტომ, ახლა ქართული ოცნება ევროკომისიისთვის ცვლილებების სამ ვერსიის გაგზავნას გეგმავს. საკანონმდებლო ორგანო კი იმ ცვლილებებს მიიღებს, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის იქნება მისაღები.