სალომე ზურაბიშვილი გადადგომას არ აპირებს. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებას მიმართა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია ერთი ქვით მოკლეს. ზურაბიშვილის განცხადებით, იგი პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე მივა. მან ასევე ოპოზიციას მოუწოდა, რომ "ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ" გარეთ დადგნენ.