სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ "ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ" გარეთ დადგნენ - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ "ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ" გარეთ დადგნენ

2023-10-17 09:20:18+04:00

სალომე ზურაბიშვილი გადადგომას არ აპირებს. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებას მიმართა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია ერთი ქვით მოკლეს. ზურაბიშვილის განცხადებით, იგი პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე მივა. მან ასევე ოპოზიციას მოუწოდა, რომ "ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ" გარეთ დადგნენ.