სალომე ზურაბიშვილის მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი სხდომათა დარბაზში შესვლას მაინც აპირებს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ორი პარტია, რომელიც კენჭისყრის პროცესს არ დაესწრება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატები იმპიჩმენტის პროცესს არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ყველანაირი სპეკულაციის თავიდან არიდებისთვის, ოპტიმალური გამოსავალი „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესისთვის ბოიკოტის გამოცხადება იქნება.