„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ემზადება. როგორც მმართველი ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრა მიმდინარე კვირას გაიმართება. მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი იმპიჩმენტის პროცესის მიმართ ერთსულოვანია. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამის შემდეგ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ოფიციალურად გაფორმდება და სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია ამ ხმების მობილიზებას.