“ჰამასმა“ ისრაელიდან აყვანილი მძევლის პირველი ვიდეო გაავრცელა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიდეოში ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ის არის 21 წლის მაია შემი, შოჰამიდან, ისრაელიდან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ მაია შემი „ჰამასმა“ გაიტაცა. ისინი აცხადებენ, რომ კავშირში არიან გატაცებული გოგონას ოჯახთან.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მიმართვა გაავრცელა გოგონას დედამ, კერენ შარფ შემმა.
„ვევედრებით მსოფლიოს, რომ ჩემი შვილი სახლში მოიყვანონ. ჩვენ შენ გვიყვარხარ. ჩვენ შენ გელოდებით“, - განაცხადა გატაცებული მაია შემის დედამ.