ოთარ შამუგიამ სოფელ ურავში, დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით პარალელურად, ცანას საიტთან დაკავშირებით მუშაობა გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მიმდინარეობს და სამარხის პროექტზე, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, შესაბამის სამსახურებს განსახილველად წარედგინება.