„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“ გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის კონფერენციის მთავარ თემას „ნივთების ინტერნეტი და სამხედრო სფერო“ წარმოადგენდა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა გახსნა და თავდაცვის სფეროში თანამედროვე მდგრადი კიბერუსაფრთხოების სისტემების მნიშვნელობასა და მათი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა.