პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ცნობილია. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ 3 მოსამართლე - ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში წავიდა. როგორია გადაწყვეტილებაზე საიმპიჩმენტო წარდგინების ავტორებისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიცია თემაზე ეკა უშხვანი ისაუბრებს.