ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

2023-10-16 15:36:57+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელისა და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. გარდა ამისა, პრემიერმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.