საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელისა და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. გარდა ამისა, პრემიერმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.