ომის მეათე დღეს ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა, ღაზაში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 2700-მდეა. ისრაელის ჯარი ღაზას საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელმა ღაზას მოსახლეობას ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზა უკვე 500 000-მა ადამიანმა დატოვა. ამავდროულად, ისრაელში კიდევ ერთხელ ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო ლიდერები ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს.