კონკურენციის სააგენტომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენაზე მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით დარღვევა დაადასტურა. უწყებამ, აღნიშნული საქმის შესწავლა „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე დაიწყო. კერძოდ, საკითხი ეხება ქ. ბათუმში, 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. აქედან, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 3 მოვაჭრის მხრიდან დარღვევის ფაქტი დადასტურდა. ამ ეტაპზე, 6 მოვაჭრის მიმართ საქმის შესწავლა გრძელდება. კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მომხმარებელს უფლება აქვს - მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.