ოლაფ შოლცი ისრაელს ეწვევა - Palitra News

ოლაფ შოლცი ისრაელს ეწვევა

2023-10-16 13:06:27+04:00

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ხვალ ისრაელში ჩავა, - ინფორმაციას Reuters-ი ntv-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელში გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა.

ვიზიტის დროს მან ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმისგან თავდაცვაში.