სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა სამშიდობო პოლიტიკის ძირითად ამოცანებზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო თანამეგობრობის, არასამთავრებო ორგანიზაციებისა და მედიის როლზე ისაუბრეს.