საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კვიპროსთან ანგარიშით 4:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ პრესსკონფერენცია გამართა, სადაც კონკრეტული ფეხბურთელების პერფომანსსა და საერთო ჯამში გუნდის თამაშზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრებისთვის კვიპროსთან მოგება სატურნირო თვალსაზრისით ვერაფერს ცვლიდა და უკვე ისიც ცნობილია, რომ ვილი სანიოლის გუნდს ევრო 2024 ის შესარჩევი ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც კი გადაწურული აქვს, თუმცა აღნიშნული შეხვედრის მოგება განსაკთრებულად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო.
პირველ ტაიმში ჩაკვეტაძე ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ჩვენი თამაშისთვის სისწრაფის მიცემას ცდილობდა. მეორე ნახევარში კიდევ უკეთ ითამაშა და ნაკრებისთვის ბევრი შანსი შექმნა. პირველ ტაიმში ხვიჩა და ჩაკვე ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რაც კვიპროსელ მცველებს მათთან გამკლავებას უადვილებდა აქ ყოფნისას მე გიორგის ნაკრებში სულ ვიძახებდი, მაშინაც კი, როცა კლუბში ვერ თამაშობდა. ახლა ჩაკვეტაძის სახით, სრულად ახალ, სრულყოფილ, ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელს ვიღებთ, ინგლისში თამაში მას პროგრესში ძალიან დაეხმარა. გიორგიმ რთული პერიოდი გადალახა და ახლა ძალებს იკრებს. ის ამ ყველაფერს იმსახურებს." პირველ ნახევარში პრობლემა გვქონდა: როცა კიტეიშვილი მიიღებდა ბურთს, ჩაკვე და ქოჩორაშვილი მისგან შორს იყვნენ და მათთვის ბურთის კარგ პოზიციაზე მიღება რთული იყო. ვიფიქრეთ, რომ კვიპროსს მეორე ტაიმში მარჯვენა მხრიდან ძალიან გაუჭირდებოდა და ამიტომ გადავწიეთ ჩაკვე უფრო მარცხნივ. ცხადია, განსაზღვრული დავალებები გვაქვს, მაგრამ ამის მიღმა, ფეხბურთელებს თავისუფლება გააჩნიათ." ზურიკო დავითაშვილი ძალიან კარგად შემოვიდა და ზუსტად ის გააკეთა, რაც ნაკრებს სჭირდებოდა. დავითაშვილმა ბრწყინვალე განწყობა აჩვენა, რადგან ფეხბურთელები ამაყები არიან და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ უყვართ. ზურიკოს ეს არ დასტყობია და დავალებები მოედანზე ძალიან კარგად შეასრულა. ზურიკო არ დამისვამს სკამზე იმის გამო, რომ ფიზიკურ ფორმაში არაა. ძირითადში ჩაკვე იყო და ამდენი შემტევის დაყენება არ შემეძლო, საყრდენებიც გვჭირდებოდა.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში 7 ქულთ მე-4 ადგილს იკავებს და შემდეგ შეხვედრას 16 ნოემბერს სახლში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.