ახალგაზრდული ორგaნიზაცია ,,ნაბიჯის" ორგანიზებით თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ისრაელში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს. სამოქალაქო აქტივისტებმა სოლიდარობის აქციაზე ისრელის დროშები და ბანერები წარწერით, ,,ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით" მოიტანეს.