რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება. მედიის ინფორმაციით, პუტინი პეკინში 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ „სარტყლისა და გზის“ ფორუმს დაესწრება.Reuters-ი წერს, რომ ეს იქნება ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში მისი დაკავების ორდერი გასცა.