ისრაელის პრემერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის დაწყების შემდეგ საგანგებო მთავრობის პირველი სხდომა გამართა. ისრაელის პირველმა პირმა სხდომა წუთიერი დუმილით გახსნა. სხდომას ეროვნული ერთიანობის პარტიის ხუთი წევრი დაესწრო. ნეთანიაჰუს განცხადებით, ჰამასი ფიქრობდა, რომ ეს შეტევა ისრაელს გატეხდა, მაგრამ ისრაელი ჰამასს საბოლოოდ გაანადგურებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ და ოპოზიციონერი ბენი განცი საგანგებო მთავრობის შექმნაზე 11 ოქტომბერს შეთანხმდნენ.