ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის მოთხოვნით, აქციის მონაწილეებმა ნაგავსაყრელისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თუ უახლოეს პერიოდში ნაგავსაყრელის პრობლემა არ მოგვარდება, საპროტესტო აქციას უკვე თბილისის მერიასთან გამართავენ. ნაგავსაყრელთან არსებული დასახლებების მცხოვრებლები ამბობენ, რომ ნარჩენები დროთა განმავლობაში იხრწნება და სიცოხლისათვის საზიანო ტოქსინებს გამოყოფს, მოსახლეობას კი ჯანმრთელობის მონიტორინგი არ უტარდება. არსებული ინფორმაციით, ნაგავსაყრელზე დღეში 1300 ტონა ნაგავი მიაქვთ.