სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებიოთ მედიაში გვარცელებულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება. უწყების განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეები საქართველოდან რუსეთში ავტომობილების გაყვანას კანონის გვერდის ავლით ახერხებენ, სიცრუეა. უწყების მტკიცებით, საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი. შემოსავლების სამსახური, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საზოგადოებისთვის მცდარი ფაქტების მიწოდებისგან თავი შეიკავონ.