არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლას იწყებენ. გამოძიების ვერსიით, ბიზნესმენი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ოჯახის წევრები და იურისტები აღნიშნულ ვერსიას გამორიცხავენ. მათივე ინფორმაციით, საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე არსებული ბიზნესის რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას აპირებდა, რის გამოც პარტნიორებს მისთვის კუთვნილი წილის მილიონზე მეტის კომპენსაცია უნდა გადაეხადათ. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე ოჯახის წევრები და მათი უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ბიზნესმენის სიკვდილში სწორედ აღნიშნული მეწილეები ფიგურირდებოდნენ. ბიზნესმენი არსენ კუტალაძე 2019 წელს თავის საკუთრებაში მყოფ ობიექტზე გარდაცვლილი ჯიხურში ნახეს.