დაუდგინდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათი რჩება. ისტორიულ ვერდიქტამდე ცოტა ხნით ადრე, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოცნების წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავს. მათივე მტკიცებით, იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტამდე მისვლის შემთხვევაში, ოცნება საჭირო ხმების მოგროვებას ვერ შეძლევს. 100 ხმის მობილიზების იმედი არ აქვს არც მმართველ პარტიას. ოცნების გუნდში ამბობენ, რომ მათთვის მთავარი სალომე ზურაბიშვილის ანტიკონსტიტუციური ქმედებების სასამართლოს გზით დადასტურებაა.