რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი დაბომბეს. კერძო სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი - 57 წლის კაცი და 54 წლის ქალი. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნიკოპოლიც დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 8 სახლი. ოლქის ხელმძღვანელის თქმით, ოკუპანტებმა მძიმე არტილერია გამოიყენეს და ნიკოპოლის ცენტრისა და მარგანეცის თემის მიმართულებით თითქმის 40 ჭურვი ისროლეს.