გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, რაჭაში რთველის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრი, ყურძნის გადამმუშავებელ კომპანიაში „მეღვინეობა ბარაკონი" იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა. რაჭაში რთველი 7 ოქტომბერს დაიწყო და აქტიურ ფაზაშია. ადგილობრივი ფერმერებისგან საწარმოების მიერ უკვე ჩაბარებულია 1100 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საპროგნოზო მოსავალი 1500-2000 ტონის ფარგლებშია.